მთავარ შინაარსზე გადასვლა
codeon
CodeOn Core
მაღაზიის გზამკვლევი · ლიცენზიები

ლიცენზიის განახლება

განახლებისას ძალაში რჩება იგივე ლიცენზიის კოდი. WordPress-ის მხარეს არც ახალი ZIP ფაილის ატვირთვა დაგჭირდებათ, არც დომენის ხელახლა მიბმა და არც პარამეტრების თავიდან შეყვანა.

განახლების ნაბიჯები

  • შედით codeon.ge-ზე იმ ანგარიშით, რომლითაც ლიცენზია გაქვთ შეძენილი.
  • გახსენით Licenses და აირჩიეთ ლიცენზია, რომელსაც ვადა ეწურება.
  • მომდევნო წლის საფასური გადაიხადეთ ბარათით ან საბანკო გადარიცხვით.
  • WordPress-ში დატოვეთ იგივე ლიცენზიის კოდი — მისი წაშლა საჭირო არ არის, თუ დომენის შეცვლას არ აპირებთ.
  • თუ გსურთ ახალი მოქმედების ვადა მაშინვე გამოჩნდეს, პლაგინში დააჭირეთ ღილაკს Re-check license.

დროის წესები

ვადის გასვლამდე
განახლება ნებისმიერ დროს შეგიძლიათ. ლიცენზია უწყვეტად აქტიური რჩება, ხოლო ახალი ვადა შემდეგი გადამოწმებისას აისახება.
Grace period-ში
საშეღავათო პერიოდში განახლება ლიცენზიას პლაგინის თავიდან დაყენების გარეშე აღადგენს. თუ გაფრთხილების შეტყობინების დაუყოვნებლივ გაქრობა გსურთ, პლაგინის პარამეტრებში ხელით გადაამოწმეთ ლიცენზია (Re-check license).
Grace-ის შემდეგ
საშეღავათო პერიოდის ამოწურვის შემდეგაც, განახლებისთანავე ფასიანი ფუნქციები და განახლებების არხი ხელახლა გაიხსნება, როგორც კი პლაგინი ვალიდაციას გაივლის.
საბანკო გადარიცხვა
განახლება აისახება გადახდის დადასტურებისთანავე. ბარათით გადახდისას ვადა მყისიერად გრძელდება.