ორმხრივი სინქრონიზაცია WooCommerce-სა და საბუღალტრო პროგრამა 1C-ს შორის. პროდუქცია, ფასები და მარაგი საიტზე განრიგით იმპორტირდება, ხოლო ახალი შეკვეთები შემოსვლისთანავე 1C-ში იგზავნება.
დაგეგმილი, აღწერილი და სამუშაო მაგიდაზე.
ქვემოთ ჩამოთვლილს აქვს სამუშაო პროტოტიპი, ბანკთან ან მომწოდებელთან შეთანხმებული ინტეგრაცია, ან ორივე. თარიღები best-effort არის: ვერსიას მაშინ ვუშვებთ, როცა staging-ზე სტაბილურად დგას.
ცოცხალ ქართულ მაღაზიებში.
ქვემოთ ჩამოთვლილი თითოეული პლაგინი დღეს მინიმუმ ერთ production WooCommerce მაღაზიაში მუშაობს. ვერსიები მუდმივად ახლდება — ბოლო გამოშვებები ცვლილებების ჟურნალში ჩანს.
თემები, რომლებზეც ვსაუბრობთ, მაგრამ ჯერ არ დაგვიფიქსირებია.
აქ თარიღი არ წერია — საკითხი „შემდეგში“ მაშინ გადადის, როცა პროტოტიპი ან შეთანხმება გვაქვს. თუ კონკრეტული ინტეგრაცია გჭირდებათ, მოგვწერეთ: მოთხოვნების რაოდენობა პრიორიტეტზე მოქმედებს.
საქართველოს შიდა მიწოდება Georgian Post-ით — shipment-ის ავტომატური შექმნა და tracking შეკვეთის ეკრანზე.
პირდაპირი ინტეგრაციები Glovo-სთან, Wolt-თან ან Go Delivery-სთან იმ მაღაზიებისთვის, რომლებიც aggregator-ს არ იყენებენ.
მსუბუქი სინქრონიზაცია მაღაზიებისთვის, რომლებსაც 1C, Fina ან Balance არ აქვთ — დღიური ჯამები და receipt CSV პირდაპირ WooCommerce-დან.
wallet ინტეგრაციის დახვეწა BOG და TBC პლაგინებისთვის — დღეს სრულად Flitt-ზეა აქტიური.